COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 487 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 477 ისევ თბილისში, 533 - იმერეთში, ხოლო 280 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 876, აჭარაში - 824, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

16 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 519 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 505, ხოლო 34 - გარდაიცვალა.
| Print |