COVID19
ბორჯომის ტაძრის წინამძღვრი COVID 19-ით გარდაიცვალა
ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი, დეკანოზი ზურაბ ტაბიძე, 17 დეკემბერს თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

კორონავირუსის დიაგნოზით, ბორჯომელი მოძღვარი, სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

"გუშინ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე.

მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა"
- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეკანოზს 20 დეკემბერს ბორჯომში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
| Print |