COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 204 003-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 204 003-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 244 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 171 526 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 449-ია, საიდანაც, 6 680 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 427 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 2 183 პაციენტი იმყოფება. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი.

| Print |