სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის დღიურმა შემთხვევებმა იკლო
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 2 635 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 134 ისევ თბილისში გამოვლინდა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
18 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 613 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 620, ხოლო 35 - გარდაიცვალა.