COVID19
2 გარდაცვლილი, 39 ინფიცირებული და 138 განკურნებული - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა რეგიონში
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 613-ია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 39–დან 9 შემთხვევა - ახალციხეში, 21 – ბორჯომში, 6 – ადიგენში და 3 – ასპინძაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 88 პირი, გამოსაკვლევია 127 ნიმუში.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა და მათი რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 82 წლის ქალი ახალციხის მუნიციპალიტეტში და 60 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 138 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 758-ს მიაღწია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 1 091 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 278 პირი, ადიგენში - 269, ასპინძაში - 126, ახალქალაქში - 130, ბორჯომში - 278 და ნინოწმინდაში - 10 პირი.
| Print |