COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 19 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 ტესტირება, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით. ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, შიდა ქართლი - 158, გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს".


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 175 842-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 136 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი. 20 460 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |