COVID19
კორონავირუსით გარდაცვლილ მღვდელმსახურს ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ზურაბ პაპიძეს, 20 დეკემბერს დაკრძალავენ. ის კორონავირუსის დიაგნოზით 17 დეკემბერს, თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა.

ორი დღით - 18 და 19 დეკემბერს სასულიერო პირის ცხედარი ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია დასვენებული, 20 დეკემბერს, 14 საათზე კი ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

დეკანოზი ზურაბი თითქმის, ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
| Print |