COVID19
43 ახალი ინფიცირებული, 82 გამოჯანმრთელებული - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 3 656 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 3 ადიგენში, 5 ასპინძაში, 9 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 20 ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში გამოვლინდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 41-მდე პირი. კვლევაში რჩება 183 ნიმუში.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 840 გახდა. გარდაცვლილია 37 პირი.

19 დეკემბრის მდგომარეობით, კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 61 პაციენტი, კოვიდ კლინიკაში კი 135 პირი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 967 მოქალაქე. აქედან 195 ადიგენში, 119 ასპინძაში, 278 ახალციხეში, 120 ახალქალაქში, 247 ბორჯომში, 8 კი ნინოწმინდაში. 
| Print |