1 გარდაცვლილი, 34 ინფიცირებული და 137 განკურნებული - 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა რეგიონში
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 787-ია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 34–დან 6-6 შემთხვევა - ახალციხესა და ადიგენში, 13 - ბორჯომში, 4 – ახალქალაქსა და 5 - ასპინძაში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 60-მდე პირი. კვლევაში რჩება 147 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იყო.
გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 137 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 230-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ისევ შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 789 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 102 პირი, ადიგენში - 128, ასპინძაში - 67, ახალქალაქში - 102, ბორჯომში - 205 და ნინოწმინდაში - 10 პირი.
23 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 40-ია.