საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 218 724-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 515 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 196 220 გახდა.
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 165-ია, საიდანაც, 5 969 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 453 პირი იმყოფება.
კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 542 პაციენტი იმყოფება. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13655, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6747, PCR ტესტით - 6908.