COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 784, სამცხე-ჯავახეთში 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით".

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა
აქედან თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 101, შიდა ქართლი - 119, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 110, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 220 508-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.

5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პაციენტი.
| Print |