COVID19
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 879 შეადგინა. აქედან 5 ადიგენში, 5 ასპინძაში, 8 ახალციხეში, 1 ახალქალაქსა და 12 ბორჯომში გამოვლინდა. 

სამარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 33-მდე პირის ვინაობა, მიმდინარეობს მოკვლევა.

24 საათში გამოჯანმრთელდა 192 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 783 შეადგინა. კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში 41 პაციენტია გარდაცვლილი.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 17 პაციენტი, კოვიდ კლინიკაში კი 131. 

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 600 პირი. აქედან ადიგენში 90, ასპინძაში 57, ახალციხეში 186, ახალქალაქში 89, ბორჯომში168, ნინოწმინდაში კი - 10 პირი.
| Print |