COVID19
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 ადიგენში, 1 ასპინძაში, 4 ახალციხეში და 8 ბორჯომი. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 3 896 შეადგენს. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 16-მდე პირი. კვლევაში რჩება 9 ნიმუში. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 137 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი 18. 

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 185 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 2 968. რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით სულ გარდაიცვალა 41 პაციენტი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 554 პირი, აქედან 69 ადიგენში, 54 ასპინძაში, 198 ახალციხეში, 78 ახალქალაქში, 159 ბორჯომში და 5 ნინოწმინდაში.
| Print |