COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.77 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 57 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამ დროისთვის მსოფლიოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


| Print |