COVID19
საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 222 143-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 766 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 206 313 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 386-ია, საიდანაც, 5 624 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 376 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 311 პაციენტი იმყოფება. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 427 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4 769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1 955, PCR ტესტით - 2 814.

| Print |