COVID19
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში 8 კოვიდინფიცირებული და 125 გამოჯანმრთელებულია
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 904-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის 4 შემთხვევა - ახალციხეში, 2 – ახალქალაქში, და თითო-თითო ასპინძასა და ადიგენში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი. კვლევაში რჩება 3 ნიმუში.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 125 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 093-ს მიაღწია.

რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 486 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 72 პირი, ადიგენში - 66, ასპინძაში - 40, ახალქალაქში - 72, ბორჯომში - 128 და ნინოწმინდაში - 5 პირი.

28 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 41-ია.
| Print |