COVID19
ახალციხეში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა შემცირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 932-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, COVID 19-ის 3 შემთხვევა - ახალციხეში, 10 - ბორჯომში, 9 - ადიგენში, 4 - ასპინძაში და 2 – ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 34 პირი. კვლევაში რჩება 100 ნიმუში.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 118 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 211-მდე გაიზარდა.

რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 502 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 185 პირი, ადიგენში - 64, ასპინძაში - 40, ახალქალაქში - 82, ბორჯომში - 129 და ნინოწმინდაში - 3 პირი.

29 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 41-ია.
| Print |