საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 225 893-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 494 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 210 445 გახდა.
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 223 პაციენტი იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.