სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 3 957-ს მიაღწია
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 1738 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 743 თბილისში გამოვლინდა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
30 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 957 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 221, ხოლო 41 - გარდაიცვალა.