COVID19
25 ინფიცირებული და 127 გამოჯანმრთელებულილი - სამცხე-ჯავახეთის დღიური კოვიდსტატისტიკა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 957-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, COVID 19-ის 7 შემთხვევა - ახალციხეში, 13 - ბორჯომში, 1 - ადიგენში, 2 - ასპინძაში და 2 – ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 40-მდე პირი. კვლევაში რჩება 1122 ნიმუში.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 127 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 338-მდე გაიზარდა.

რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 469 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 189 პირი, ადიგენში - 55, ასპინძაში - 38, ახალქალაქში - 66, ბორჯომში - 118 და ნინოწმინდაში - 3 პირი.

29 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 41-ია.
| Print |