საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 527-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 227 420-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 282 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 211 727 გახდა.
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 1 167 პაციენტი იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.