COVID19
3 იანვრის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 32, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 90, იმერეთში - 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 23, იმერეთში - 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |