COVID19
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კოვიდ19-ით გარდაიცვალა
ენათმცენიერი, ქართველოლოგი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1990-1991 წლებში ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი.

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისთანავე იყო ქართული ენის კათედრის გამგე, 2015 წლიდან-დღემდე ქართული ფილოლოგიის დოქტორანტურის პროფესორი და დოქტორანტების ხელმძღვანელი. "მშობლიურ წიაღში" - ასე ჰქვია ამ ფოტოს! გადაღებულია 2013 წელს, ივნისში ონომასტიკოსთა პირველ რესპუბლიკურ კონფერენციაზე ახალციხეში!

ტარიელ ფუტკარაძემ, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის იყო.
| Print |