COVID19
3 იანვრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 992 შეადგინა. აქედან

2 ადიგენში,
4 ახალციხეში,
1 ნინოწმინდასა და
1 ბორჯომში
გამოვლინდა.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 600 პირი, მათ შორის:

ადიგენში - 62,
ასპინძაში - 38,
ახალციხეში - 110,
ბორჯომში - 100,
ახალქალაქში -42 და
ნინოწმინდაში - 3 პირი.


სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 9 პირის ვინაობა, მიმდინარეობს მოკვლევა.

24 საათში გამოჯანმრთელდა 21 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 636 შეადგინა. კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში 43 პაციენტია გარდაცვლილი.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1 პაციენტი, ხოლო კოვიდ კლინიკაში - 103.

| Print |