COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 600-მდე, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 10-მდე შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 229 763-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222 405-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაცებტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარაში - 64, იმერეთში - 87, ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლსი - 20, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 64, კახეთში - 44, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

4 იანვრის მდგომარეობით სამცხე-ჯავახხეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 4 000 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელებულია 3 636, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |