COVID19
ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები - ბიძინა კულუმბეგოვი
ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალი შტამზე ისაუბრა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს გადამდებადობა უფრო მარტივი აქვს.

„სექტემბერ-ოქტომბერში ბრიტანეთი აკვირდებოდა, როგორი გავრცელება ექნებოდა ვირუსის ამ ახალ ვარიანტს „B117“ ასე მოიხსენიებენ მას. დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში შემჩნიეს, რომ სექტემბრის დასაწყისში თითქმის მოსახლეობის 50%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ვარიანტი გახდა დომინანტური, რაც გადაითარგმნა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ბორის ჯონსონმა კარგად აღნიშნა, ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდები, ჩვენ ვალდებული ვართ შევცვალოთ თავდაცვის ღონისძიებები“-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციიდან გამომდინარე, მოლოდინი აქვს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ძალიან დიდ ეპიდემიოლოგიურ დარტყმას არ გამოიწვევს. ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

„ძალიან საპანიკოდ და მნიშვნელოვნად საგანგაშოდ არ გვაქვს მდგომარეობა, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს შეიძლება გამოწვევა იყოს. სახელმწიფო უნდა ემზადებოდეს სწორი თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსნებთ, რომ 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |