COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ გაიზარდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული COVID 19-ის 2 316 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 961 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420, ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

5 იანვრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 4 016 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 3 671, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |