COVID19
35 ინფიცირებული და 17 გამოჯანმრთელებული - 6 იანვრის რეგიონის კოვიდსტატისტიკა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 051 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 8 ახალციხეში, 22 - ბორჯომში, 3 - ასპინძაში, თითო-თითო ადიგენსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 17 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 699 შეადგენს.

კოვიდ სასტუმროში მკურნალობის კურსს გადის 1 პაციენტი, კოვიდკლინიკაში კი 89.

თვითიზოლაციაში იმყოფება 334 პირი, აქედან 42 - ადიგენში, 56 - ასპინძაში, 121 - ახალციხეში, 27 - ახალქალაქში, 86 - ბორჯომსა და 1 - ნინოწმინდაში.

6 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |