COVID19
რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბორჯომსა და ადიგენში გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 122 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 13 - ადიგენში, 19 - ბორჯომში, 2 - ახალციხეში, 3 - ასპინძაში და 1 ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 21 პირი. მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 14 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 734-ს შეადგენს.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 81 პაციენტი, კვლევაში რჩება 101 ნიმუში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 286 პირი, აქედან 34 - ადიგენში, 55 - ასპინძაში, 89 - ახალციხეში, 26 - ახალქალაქში, 81 - ბორჯომსა და 1 - ნინოწმინდაში.

9 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |