COVID19
როგორია 10 იანვრის კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 138 შეადგინა.

ახალი ინფიცირებულებიდან 3 - ადიგენში, 3 - ბორჯომში, 6 - ახალციხეში, 2 - ასპინძაში, 1 ახალქალაქში და 1 ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი. მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 747-ს შეადგენს.

კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 263 პირი, აქედან 32 - ადიგენში, 49 - ასპინძაში, 90 - ახალციხეში, 17 - ახალქალაქში, 73 - ბორჯომსა და 2 - ნინოწმინდაში.

10 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.

| Print |