COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 219-ს მიაღწია
ბოლო დღე-ღამეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი COVID 19-ის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსის 4 219 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3 786 - გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 - გარდაიცვალა.
| Print |