ახალციხეში კორონავირუსი 9 პირს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 219 შეადგინა.
ახალი ინფიცირებულებიდან 9 - ახალციხეში, 12 - ბორჯომში, 5 - ასპინძაში და 3 - ადიგენში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 37 პირი. გამოსაკვლევია 81 ნიმუში.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 799-ს შეადგენს.
კოვიდკლინიკაში მკურნალობის კურსს 92 პაციენტი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში - 1.
თვითიზოლაციაში იმყოფება 270 პირი, აქედან 37 - ადიგენში, 40 - ასპინძაში, 97 - ახალციხეში, 16 - ახალქალაქში, 78 - ბორჯომსა და 2 - ნინოწმინდაში.
13 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვალების 43 შემთხვევაა რეგისტრირებული.