COVID19
27 ინფიცირებული და 22 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 27ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 282 შეადგინა. ახალი შემთხვევებიდან 8 ახალციხეში, 1 ახალქალაქში და 18 ბორჯომში გამოვლინდა.

იდენტიფიცირებულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 46 პირი. კვლევაში რჩება 44 ნიმუში.

მკურნალობის კურსს 82 პაციენტი კოვიდ კლინიკაში გადის, ერთი კი კოვიდ სასტუმროში.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 3 860 შეადგინა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 329 პირი, აქედან 39 ადიგენში, 36 ასპინძაში, 119 ახალციხეში, 14 ახალქალაქში, 120 ბორჯომში და 1 ნინოწმინდაში.

რეგიონში კორონავორუსის დიაგნოზით სულ 43 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |