COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში 9 083 პირის გამოკვლევა ჩატარდა, მათ შორის 4 796 ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 247 805 გახდა.

აქედან, თბილისში 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 72, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.

3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი.
| Print |