COVID19
ახალქალაქში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 71 წლის მამაკაცი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 44 გახდა.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაფიქსირდა 12 ახალი შემთხვევა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 294 შეადგინა.

ახალი შემთხევებიდან 4 ასპინძაში, 3 ბორჯომში, 1 ახალქალაქსა და 4 ახალციხეში დაფიქსირდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 18 პირი. კვლევაშია 16 ნიმუში.

24 საათში გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 887 გახდა.
კოვიდ სასტუმროში მკურნალობს ერთი, კოვიდ კლინიკაში კი 89 პაციენტი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 287 პირი, აქედან 35 ადიგენის, 39 ასპინძის, 108 ახალციხის, 14 ხალქალაქის, 110 ბორჯომის დ 1 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

| Print |