COVID19
სამცხე-ჯავახეთში ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კოვიდსასტუმროს გაუგრძელდა
სამცხე-ჯავახეთში მთავრობამ ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კოვიდსასტუმროს გაუფორმა. შესაბამისად, სასტუმრო „გრანდ პალასი“ ინფიცირებული პაციენტების მიღებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, სასტუმროში ორი კოვიდპაციენტი მკურნალობს.

"სასტუმრო "გრანდ პალასს" ხელშეკრულება გაუგრძელდა და ჩვეულებრივ მიიღებს პაციენტებს. ამ დროისთვის მხოლოდ ორი კოვიდპაციენტია. ასე თუ გაგრძელდა, სავარაუდოდ, ამ სასტუმროსაც გაუუქმდება კონტრაქტი" - ამბობს სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახალციხეში სამი სასტუმრო იყო ჩართული, აქედან ერთ-ერთში სიმპტომებიან პირებს ათავსებდნენ, ხოლო ორი სასტუმრო მსუბუქ სიმპტომებიანი კოვიდპაცენტების მკურნალობას უზრუნველყოფდნენ.

სასტუმროებს ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული.

| Print |