COVID19
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა
4 ახალციხეში, 10 ბორჯომში და 4 ასპინძაში - ასე ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 371 გახდა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 28 პირი, კვლევაში რჩება 23 პირის ბიოლოგიური მასალა. 

24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 971 გახდა. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში კი ერთი პირი რჩება. 

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 277 პირი, აქედან 26 ადიგენში, 29 ასპინძაში, 98 ახალციხეში, 9 ახალქალაქსა და 115 ბორჯომში. 

21 იანვრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა. 
| Print |