COVID19
აპლიკაცია Stop Covid გაუქმდა
Stop Covid-ის აპლიკაცია 20 იანვარს გაუქმდა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაციის დეაქტივაციის გადაწყვეტილება, ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ მიიღეს.

აღნიშნული აპლიკაცია, რომლის ღირებულება 412 000 ლარია, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. Stop Covid-ის გადმოწერის შემდეგ მომხმარებლებს შეეძლოთ გაეგოთ იმყოფებოდა თუ არა მათთან ახლოს COVID 19-ით ინფიცირებული პირი. ამ ეტაპზე უცნობია როგორ იმუშავა აპლიკაციამ და რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.
| Print |