COVID19
ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში კორონავირუსით შეკავების მიზნით საჭირო შეზღუდვების შესახებ ილაპარაკა.

„ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ”, - თქვა ცერცვაძემ.

როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, ძნელია ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გააგებინო შეზღუდვების აუცილებლობა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„ძალიან ძნელია, მესმის, რიგით ადამიანს, რომელმაც დაკარგა შემოსავალი, რომელსაც უჭირს გააგებინო, მაგრამ მე ვერ ვხედავ უკეთეს გამოსავალს. ყველა შეზღუდვის მოხსნა არ არის უკეთესი გამოსავალი. რომ არ გაღარიბებულიყო ეს ხალხი ამიტომ ზაფხულში მათ გაუხსნეს ყველა შესაძლებლობა და ამიტომ მივიღეთ ნოემბერი და დეკემბერი”, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

| Print |