COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 24 პირი გამოჯანმრთელდა - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 461 გახდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 ადიგენში, 2 ასპინძაში, 2 ახალციხეში, 1 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 41 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა.
კვლევაში რჩება 138 პირის ბიოლოგიური მასალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 095-ს.

27 იანვრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პირია გარდაცვლილი.

| Print |