COVID19
ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც - ჯანმო
კაცობრიობა კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ამ ვირუსს დაამარცხებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს.

ნიშნავს ეს იმას, რომ ომს ვაგებთ? არა. ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა ერთმანეთს, არამედ ვირუსს ვებრძვით, ვარიანტების ჩათვლით. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და ჩვენ მას გავანადგურებთ,“- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ შტამი უკვე მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია გავრცელებული. რაც შეეხება ვირუსის სხვა ვარიანტებს, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული ვარიანტი“ მსოფლიოს 31 ქვეყანაში, „ბრაზილიური“ კი - 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

interpressnews.ge
| Print |
თეგები: ჯანმო /