COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 514 -მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 514 გახდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 6 - ახალციხეში, 8 - ადიგენში, 5 - ბორჯომში და 1 - ახალქალაქში. სულ რეგიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 302 აქტიური კოვიდპაციენტია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 97 პირი. კვლევაში რჩება 62 პირის ბიოლოგიური მასალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 168-ს.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 324 პირი იმყოფება, აქედან ახალციხეში - 66, ადიგენში - 117, ასპინძაში - 42, ახალქალაქში - 8, ბორჯომში - 88 და ნინოწმინდაში - 3.

კოვიდკლინიკებში, ამ დროისთვის 81 პაციენტი იმყოფება.

30 იანვრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პირია გარდაცვლილი.
| Print |