COVID19
საქართველოში კორონავირუსის 479, სამცხე-ჯავახეთში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 12 700 კვლევა, მათ შორის 7 777 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 923 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს.

479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 28, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 028-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე მძიმე პაციენტია 573, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი.

2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |