15 ინფიცირებული და 27 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 545-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ახალციხეში,10 ადიგენში, 1 ასპინძაში, 2 ბორჯომში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 26 პირი, მიმდინარეობს დანარჩენების მოკვლევა. კვლევაში რჩება 77 ნიმუში.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 4 261-მდე.
2 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 77 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 265 პირი, აქედან 118 ადიგენში, 28 ასპინძაში, 51 ახალციხეში, 10 ახალქალაქში, 55 ბორჯომში, 3 ნინოწმინდაში,
სულ რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 44 პაციენტი გარდაიცვალა.