COVID19
საქართველოში კორონავირუსით 602, სამცხე-ჯავახეთში კი 10 პირი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 261 620 შეადგინა.

ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 246, აჭარაში - 30, იმერეთში - 101, ქვემო ქართლში - 16, შიდა ქართლში - 21, გურიაში - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 77, კახეთში - 54, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 569 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 252 815-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 5 510, საიდანაც 2 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 509 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 141 პაციენტი.

2 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი.
| Print |