COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა ,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 86, აჭარაში - 11, იმერეთში - 32, ქვემო ქართლში - 16, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 14, კახეთში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. სულ ინფიცირებულების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 228-ს".

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 254 350-მდე. 

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა.

დღეის მდგომარეობით, 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 499 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

| Print |