სამცხე-ჯავახეთში 7 პირი დაინფიცირდა და 23 გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 594 გახდა. აქედან 2 ადიგენის, 1 ახალციხის და 4 ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 4 პირი. კვლევაში რჩება 85 ნიმუში. 9 თებერვლის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 23 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 416 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 292 პირი, აქედან ადიგენში 195, ასპინძაში 11, ახალციხეში 23, ახალქალაქში 10, ბორჯომში 53 პირი.
რეგიონსი კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტია გარდაცვლილი.