9 ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონში 4 650 გახდა.
ახალი შემთხვევებიდან 3 ადიგენში, 4 ბორჯომში და 2 ახალციხეში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 ადამიანი, კვლევაში რჩება 12 პირის ბიოლოგიური მასალა.
24 საათში გამოჯანმთელდა კიდევ 24 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეგიონში შეადგენს 4 565 -ს.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 125 პირი, აქედან 19 ადიგენში, 10 ასპინძაში, 26 ახალციხეში, 1 ახალქალაქში, 69 ბორჯომში.
კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში სულ 46 პაციენტი გარდაიცვალა.