ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 657 გახდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ახალციხეში, 5 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 6 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 201 პირის ნიმუში. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 35 პაციენტი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 22 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 587.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 140 პირი, აქედან 21 ადიგენში, 10 ასპინძაში, 26 ახალციხეში, 10 ახალქალაქსა და 73 ბორჯომში.
ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 46 პაციენტი გარდაიცვალა.