COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 პირის კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდეობა ქვეყანაში შეადგენს 269 800-ს.

თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25,, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი -18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 263 727-მდე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 127 პირი.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 475 პაციენტი ემსხვერპლა.

| Print |